დედა ისტორია

ისტორია ყოველი ადამიანისთვის ის მასტიმულირებელი ძალაა, მომავლის უკეთ შენებისკენ რომ განგაწყობს, მაგრამ მთავარია ის, რომ შენებაც იმ ტრადიციების შესაბამისი გამოვიდეს, რა ტრადიციების ქვეყანაც დაუტოვებიათ მამულიშვილებს....
სულით ხორცამდე ქართველი მწერალი-გოდერძი ჩოხელი წერდა:
"ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი არ ჩანს, მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.
ზოგი ქარს ჰგავს:თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული, ზოგი თოვლს ჰგავს:ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.
ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.
ჩემი ქვეყნის ისტორია კი- დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს"-ო. ობოლზე ხო ვიცით როგორცაა ნათქვამი და, "ობოლ ცრემლზე" რაღა ვთქვათ.....ამიტომაც მართლა ძნელად და დაგვიანება- დაგვიანებით ვაშენებთ საშენს....ისტორიის მაგალითებით სარგებლობაზე კი რა მოგახსენოთ.სწორედ ამ გულისტკივილითა ვარ დღეს აღსავსე.....რატომ არ ვიხსენებთ ქართველები ისტორიულ ფაქტებს? და რატომ გვიჭირს შეცდომების გასწორება......

1 комментарий: