12.04.2012



   დღეს რატომღაც ამეკვიატა სამშობლოს კეთილდღეობაზე მოფიქრალი ადამიანები....მივყევი ფიქრებს... და გოდერძი ჩოხელი ამომიტივტივდა.ალბათ იმიტომ რომ მეც ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი მოკრძალებულად.....რამდენი რამ მინდოდა მისთვის სასიკეთოდ და ნატვრას რომ დასასრული არ უჩანდა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რა გულმართალი იყო რჩეული მწერალი-გოდერძი ჩოხელი-ადამიანი, ვისი ნაწერებიც ისეთივე სურნელს აფრვევდა, როგორსაც გაზაფხულზე მიწიდან ამოწვერილი ია აფრქვევს ჩვენთვის.....ჩემი "ნატვრებით" მივედი ბატონი გოდერძის "ნატვრებთან" და ასე მინდა მოვიდე თქვენთანაც.......

რას ვინატრებდი?

მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს?
---მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმდენ რამეს ვინატრებდი, მე მგონი,ნატვრის თვალს ძალა გამოელეოდა.
---მარტო ერთს?
----მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმას ვინატრებდი რომ ....მეც იმას ვინატრებდი, რასაც ყველა თქვენგანი:ოღონდ ერთ რამეში შევთნხმდეთ:დარწმუნებული ვარ, იმ ერთს, თქვენც იმას ინატრებდით, რასაც მე ვინატრებდი.
                                                                                              (გ.ჩოხელი)

    თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ვინატრებდით ერთნაირად მე, თქვენ და გოდერძი ჩოხელი?

Комментариев нет:

Отправить комментарий