12.04.2012

ისტორია ყოველი ადამიანისთვის ის მასტიმულირებელი ძალაა, მომავლის უკეთ  შენებისკენ რომ განგაწყობს, მაგრამ მთავარია ის, რომ  შენებაც იმ ტრადიციების შესაბამისი გამოვიდეს, რა ტრადიციების ქვეყანაც დაუტოვებიათ მამულიშვილებს....
სულით ხორცამდე ქართველი მწერალი-გოდერძი ჩოხელი  წერდა:  
    "ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი არ ჩანს, მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.
     ზოგი ქარს ჰგავს:თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული, ზოგი თოვლს ჰგავს:ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.
     ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.
ჩემი ქვეყნის ისტორია კი- დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს"-ო.   ობოლზე ხო ვიცით როგორცაა ნათქვამი და, "ობოლ ცრემლზე" რაღა ვთქვათ.....ამიტომაც მართლა ძნელად  და დაგვიანება- დაგვიანებით ვაშენებთ საშენს....ისტორიის მაგალითებით სარგებლობაზე კი რა მოგახსენოთ.სწორედ ამ გულისტკივილითა ვარ დღეს აღსავსე.....რატომ არ ვიხსენებთ ქართველები ისტორიულ ფაქტებს? და რატომ გვიჭირს შეცდომების გასწორება......


   დღეს რატომღაც ამეკვიატა სამშობლოს კეთილდღეობაზე მოფიქრალი ადამიანები....მივყევი ფიქრებს... და გოდერძი ჩოხელი ამომიტივტივდა.ალბათ იმიტომ რომ მეც ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი მოკრძალებულად.....რამდენი რამ მინდოდა მისთვის სასიკეთოდ და ნატვრას რომ დასასრული არ უჩანდა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რა გულმართალი იყო რჩეული მწერალი-გოდერძი ჩოხელი-ადამიანი, ვისი ნაწერებიც ისეთივე სურნელს აფრვევდა, როგორსაც გაზაფხულზე მიწიდან ამოწვერილი ია აფრქვევს ჩვენთვის.....ჩემი "ნატვრებით" მივედი ბატონი გოდერძის "ნატვრებთან" და ასე მინდა მოვიდე თქვენთანაც.......

რას ვინატრებდი?

მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს?
---მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმდენ რამეს ვინატრებდი, მე მგონი,ნატვრის თვალს ძალა გამოელეოდა.
---მარტო ერთს?
----მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმას ვინატრებდი რომ ....მეც იმას ვინატრებდი, რასაც ყველა თქვენგანი:ოღონდ ერთ რამეში შევთნხმდეთ:დარწმუნებული ვარ, იმ ერთს, თქვენც იმას ინატრებდით, რასაც მე ვინატრებდი.
                                                                                              (გ.ჩოხელი)

    თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ვინატრებდით ერთნაირად მე, თქვენ და გოდერძი ჩოხელი?

5.27.2011

blog-ის გახსნის დღე

მოკლედ.. არ მიკვარს ეს სიტყვა მაგრამ.. მოკლედ ამ ირაკლი შონიამ გააblog-ერა მთელი ჩვენი გამგეობა :-) მოგესალმებით ყველას.. იმედია საინტერესო ტექსტებითა და ვიზუალით დატვირთული შეგეგებებით ამ ვირტუალურ სივრცეში...