12.04.2012

ისტორია ყოველი ადამიანისთვის ის მასტიმულირებელი ძალაა, მომავლის უკეთ  შენებისკენ რომ განგაწყობს, მაგრამ მთავარია ის, რომ  შენებაც იმ ტრადიციების შესაბამისი გამოვიდეს, რა ტრადიციების ქვეყანაც დაუტოვებიათ მამულიშვილებს....
სულით ხორცამდე ქართველი მწერალი-გოდერძი ჩოხელი  წერდა:  
    "ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი არ ჩანს, მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.
     ზოგი ქარს ჰგავს:თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული, ზოგი თოვლს ჰგავს:ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.
     ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.
ჩემი ქვეყნის ისტორია კი- დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს"-ო.   ობოლზე ხო ვიცით როგორცაა ნათქვამი და, "ობოლ ცრემლზე" რაღა ვთქვათ.....ამიტომაც მართლა ძნელად  და დაგვიანება- დაგვიანებით ვაშენებთ საშენს....ისტორიის მაგალითებით სარგებლობაზე კი რა მოგახსენოთ.სწორედ ამ გულისტკივილითა ვარ დღეს აღსავსე.....რატომ არ ვიხსენებთ ქართველები ისტორიულ ფაქტებს? და რატომ გვიჭირს შეცდომების გასწორება......

Комментариев нет:

Отправить комментарий